შეცვლილი მსოფლიო | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

დღეს კიევი ევროპის დე-ფაქტო პოლიტიკურ დედაქალაქად იქცა. თავისუფალი სამყაროს დედაქალაქად. ბრიტანეთის პრემიერი, პოლონეთის პრემიერი, ავსტრიის პრემიერი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კომისარი, მანამდე ჩეხეთის, სლოვენიის, ლატვიის, ესტონეთის დელეგაციები...  ყველა ჩავიდა კიევში. ახლა ევროპის პოლიტიკური გული ნამდვილად კიევში ძგერს და არა ბრიუსელში.

ყველას ესმის, რომ ახლა უკრაინაში წყდება არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ბედი, არამედ ის, თუ როგორი იქნება ევროპის მომავალი, გაიმარჯვებს თავისუფალი სამყარო თუ  აღდგება ბოროტების იმპერია? რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშნველოვანია, წყდება ჩვენი ბედიც, წყდება ისიც, გვექნება თუ არა საერთოდ მომავალი? აი ამ საპასუხსიმგებლო და ისტორიულ მომენტში, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროპის დე-ფაქტო პოლიტიკურ დედაქალაქში არ არის. ვერაფერს იტყვი, ეს შეგნებული არჩევნია, შენი ხალხის და ისტორიის წინააღმდეგ.

მაგრამ მოდით გულახდილათ ვთქვათ, თუკი საქართველოს ისტორიის ბოლო 10 წელს გადავავლებთ თვალს, ხელისუფლების ეს არჩევანი ნამდვილად ვერ ჩაითვლება მოულოდნელად. მოულოდნელი არც პუტინის ამბიციები ყოფილა, ის დიდი ხანია უკრაინას ომით ემქურებოდა. თუკი ამ მძიმე დღეების განმავლობაში რაიმე ნამდვილად იყო მოულოდნელი - ეს თავად უკარინაა. ქვეყანა, რომელიც ახლა მსოფლიო ისტორიის მსვლელობას ცვლის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი