რუსული ბოროტების იმპერია ახლა უკრიანის განადგურებას ცდილობს, თუმცა ერთადერთი რისი განადგურებაც ამ ეტაპზე კრემლს წარმატებით გამოუვიდა, ეს თავად რუსეთის მომავალია. ეკონომიკა აღარ არსებობს. 180 000-იანი არმიის მეოთხედი, რომელიც უკრაიანში შეიჭრა, ან აღარ არსებობს, ან უკვე ბრძოლისუუნაროა.
ტერმინი რუსული სამყარო კი მთელი მსოფლიოს წარმოსახვაში გაიგივებული იქნება ბუჩას ტრაგედიასთან. ეს დასასრულია ყოველგვარი ადამიანობისა, თუმცა რეალობასთან თვალის გასწორება რუსეთის მხოლოდ ერთეულ მოქალაქეებს თუ შეუძლიათ. სირცხვილის გრძნობა მხოლოდ ერთეულებს თუ ტანჯავს. სხვები კი მზად არიან, სიამაყით ატარონ ბავშვების მკვლელის სტატუსი.