"რუსეთს სხვა გეგმა აქვს, ჩვენ კი ჩვენი გეგმები გვაქვს - ამ ომში გავიმარჯვებთ" | კულება გენერლის დანიშვნაზე

გამოქვეყნდა:

"ახლა მათ [რუსეთს] სხვა გეგმა აქვთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს" - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება პუტინის მიერ რუსეთის არმიის ახალი გენერლის დანიშვნას.

კულებას თქმით, რუსეთის თავდაპირველი გეგმა, უკრაინაში შეჭრის შესახებ ჩავარდა და "ისტორია აჩვენებს ვისი გეგმა გაიმარჯვებს".

"ახლა მათ [რუსეთს] სხვა გეგმა აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. რასაც არ უნდა გეგმავდეს რუსეთი, ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვაქვს და ეს სტრატეგია ემყარება ჩვენს ვარაუდს და თავდაჯერებულობას, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში და გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს",-თქვა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაასახელა არმიის ახალი გენერალი, ალექსანდრე დვორნიკოვი, რომელიც უკრაინის ომს უხელმძღვანელებს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი