აშშ უკრაინას მიაწვდის იარაღს, რომელიც მას რუსეთისგან თავდასაცავად სჭირდება | სალივანი

გამოქვეყნდა:

უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ მზად არის უკრაინას მიაწოდოს იარაღი, რომელიც მას რუსეთისგან თავის დასაცავად სჭირდება.  

როგორც სალივანმა აღნიშნა, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით იარაღს გაუგზავნის, რათა რუსეთმა ვეღარ შეძლოს უკრაინის ტერიტორიების დაკავება და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა.

"ჩვენ ვაპირებთ, უკრაინას გადავცეთ იარაღი, რომელიც მას სჭირდება რუსეთის დასამარცხებლად, რათა მათ ვეღარ აიღონ მეტი ქალაქი და დაბა, სადაც ისინი დანაშაულებს ჩადიან", - თქვა სალივანმა.

სალივანმა ასევე თქვა, რომ აშშ უკრაინას იარაღს ყოველდღე უგზავნის, მათ შორის უკრაინას იარაღი გაუგზავნეს დღესაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი