კრამატორსკის სადგურზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკრაინაში კრამატორსკის მატარებლის სადგურზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა.

"10 აპრილის მონაცემებით, დაღუპულია 57 ადამიანი, დაშავებულია 109. მსუბუქად დაშავებულები სახლში გადაიყვანეს, მძიმედ დაშავებულები კი უსაფრთხო რეგიონში გადაჰყავთ და მათ საჭირო დახმარებას უწევენ",-თქვა პავლო კირილენკომ.

ცნობისთვის, კრამატორსკში სადგური მაშინ დაბომბეს, როდესაც ათასობით ადამიანი ევაკუაციის მატარებელს ელოდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი