როგორც კი გვეტყვიან, რომ ომი დასრულდა, უკან დავბრუნდებით - უკრაინელი დევნილების ნაწილი თბილისში ჩამოვიდა

გამოქვეყნდა:

დაბომბილი ქალაქებიდან იძულებით დევნილი უკრაინელები თბილისში ჩამოვიდნენ. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ ღამით დაჯდა.

მათი ევაკუაცია ორგანიზაცია "დემოკრატიული ინიციატივა - უკრაინამ" უზრუნველყო. დევნილები ამბობენ, რომ უკრაინაში მდგომარეობა ურთულესია, რუსულ აგრესიას მათი საცხოვრებელი სახლები და მათი მეგობრებისა და ნათესავების სიცოცხლე ემსხვერპლა.

"დიდი მადლობა, რომ ამ კოშმარიდან გამოსვლაში დაგვეხმარეთ. როდესაც ქალაქიდან გამოვდიოდით ძალიან გვეშინოდა და გვიჭირდა, განუწყვეტლივ, როცა განგაშის ზარი ისმოდა ბავშვები სარდაფში ჩაგვყავდა. ჩემი მეუღლე ჯარისკაცია, ახლა უკრაინაში იბრძვის, მითხრა, რომ ბავშვები წამეყვანა და გადამერჩინა, ასევე, მითხრა, რომ თუ დაბრუნების საშუალება იქნებოდა, დაგვაბრუნებდა.

იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენ ხანსაც თქვენ დაგვტოვებთ, გეფიცებით, როგორც კი გვეტყვიან, რომ ომი დასრულდა, ჩანთას ავიღებთ და უკან დავბრუნდებით", - ამბობს უკრაინიდან დევნილი, კატერინა ბუშნესკა.

ფონდის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ მთავარ მიზანს მარიუპოლიდან და სხვა ქალაქებიდან ბავშვებისა და ქალების გამოყვანა წარმოადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი