"რუსეთი ჩვენს ქვეყანას თავს დაესხა, რისთვისაც რამდენიმე ათწლეული ემზადებოდა. დახარჯა მილიარდობით დოლარი და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შესწირა. ყველაზე საშინელება კი ისაა, თუ როგორ იყენებს რუსეთის თავის მოქალაქეებს ომის საწარმოებლად. ამასთან რუსეთის მოქალაქეები ტოტალური კონტროლის ქვეშ ცხოვრობენ, დაუცველია მათ უფლებები და ჯარში წასვლა მათთვის მინიმალური შვებაა. მოკლებულები არიან თანამედროვე ტექნიკას და განათლებას. შოკირებულები არიან უკრაინაში არსებული ცხოვრებისა და ადამიანების დონით. წარმოიდგინეთ უკრაინაში იპარავდნენ ყველაფერს, მათ შორის სარეცხ მანქანებს, ხელსაწყოებს და სხვადასხვა საოჯახო ნივთებს. წარმოიდგინეთ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მოპარული ნოუთბუქებისა და ტელეფონების დასამალად, ჯავშანჟილეტიც კი გამოიყენეს. შეუძლებელია იმის დაჯერება რომ ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ნოუთბუქში ცვლის. წარმოიდგინეთ როგორი ღარიბები არიან. რუსული რაკეტები ანადგურებენ ბაღებს, სკოლებს უნივერსიტეტებს, საავადმყოფოებსა და კლინიკებს. ანადგურებენ დასახლებულ პუნქტებს. ლამაზი ქალაქები ბეტონის ნანგრევებად აქციეს.
მარიუპოლში აქტიური ბრძოლები გრძელდება და ისინი კიდევ ახალი თავდასხმების დასაწყებად ემზადებიან. ნახევარ მილიონი ქალაქი ალყაში ჰყავთ მოქცეული. თვენახევარია არ გვაძლევენ უფლებას ქალაქის დარჩენილი ადამიანები გამოვიყვანოთ, მივაწოდოთ საკვები, მედიკამენტი და წყალი. მარიუპოლი განადგურებულია. ათობით ადამიანი დაღუპულია. თუმცა მტერი ამ დრომდე არ ჩერდება."
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა სამხრეთ კორეის პარლამენტს.