გორის ბიუჯეტიდან მოპარული ფულის საქმეზე მოდულის შენობაში ამ დრომდე იკითხება ბუღალტერი, ლეილა წკრიალაშვილი. აუდიტმა გორის მერიაში საეჭვო ტრანზაქციები აღმოაჩინა.
"მთავარ არხთან" გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელი საუბრობს, რომელიც ვარაუდობს, რომ ბუღალტერი მარტო არ მოქმედებდა. მისი თქმით, ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მექანიზმი თანამშრომლების 2 თვით, უხელფასო შვებულებაში გაშვება იყო.
"ფაქტი ის არის, რომ ჩვენ 2 თვე წელიწადში გვიშვებდნენ უხელფასო შვებულებაში. გვქონდა ჩვენ ეჭვი, რომ რამდენიმე თანამშრომელს, ალბათ ვინც თვითონ მიაჩნდათ მისაღებად, იმას უხდიდნენ, დანარჩენებს არა. რა თქმა უნდა, შერჩევით იყო. ამას მარტო ბუღალტერი ვერ გააკეთებდა", - ამბობს ნინო გიგაური.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ საქმეში "ოცნების" მაღალჩინოსნები არიან ჩართულები. ენმ-ში ამბობენ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ კიდევ მაინერების აღმოჩენების დროს უნდა დამდგარიყო.
იხილეთ ასევე: