გორის ბიუჯეტიდან ფულს აზარტული თამაშების ანგარიშებზე რიცხავდნენ - გამქრალია ნახევარი მილიონი

გამოქვეყნდა:

გორის ბიუჯეტიდან თანხა გაქრა - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ფულს აზარტული თამაშების ანგარიშებზე რიცხავდნენ. მოპარულია ნახევარი მილიონი ლარი. უკანონო ტრანზაქციები გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში ხდებოდა. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბუღალტერი აზარტული თამაშების ანგარიშებზე თანხებს 2 წლის განმავლობაში რიცხავდა. 

ფინანსური დარღვევები აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა და საქმეში შესაბამისი უწყებაც ჩაერთო.

"მე როგორ გაქცეთ ამაზე პასუხი, თქვენ უნდა ნახოთ სად არის გამქრალი, როგორ არის წასული", - ამბობს ყოფილი მერი,  კონსტანტინე თავზრაშვილი.

ცნობისთვის, ამავე უწყებაში წარსულში სუს-მა ბიტკოინების ქარხანაც აღმოაჩინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი