მზად რომ ვიყოთ ტერიტორიების დასათმობად, ომი არ იქნებოდა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი CBS-ის გადაცემა 60 წუთისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არ არის მზად მშვიდობისთვის უკრაინის ტერიტორიები დაუთმოს რუსეთს და არ სურს იყოს ისეთ სიტუაციაში, როცა შესაძლოა ასეთი საკითხი დადგეს.

პრეზიდენტს ჰკითხეს, მზად იყო თუ არა მშვიდობისთვის დათმო უკრაინის ნებისმიერი ნაწილი?

„ჩვენ არ ვართ მზად ზოგადად დავთმოთ ჩვენი სახელმწიფო, დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები, მე ასე გიპასუხებთ: არ ვისურვებდი ისეთ სიტუაციაში მოვხვდე, რომ ამაზე ძალიან სერიოზულად ვიფიქრო და მართლა ვუპასუხო ასეთ კითხვას. მე არ ვისურვებდი, მე მჯერა, რომ ჩვენ უკვე ბევრი ხალხი შევწირეთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფო და ამიტომ უნდა ვიდგეთ სადამდეც შეგვიძლია

...გვესმის, რომ ეს არის ერთ-ერთი პუნქტი, ამაზე სულ ამბობენ [რუსები]: აღიარე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად, მე არ ვაღიარებ! შემდეგ მათ უნდათ დონბასის საკითხის მოგვარება და მათი მადა გაიზარდა, მათ უნდათ მთელი დონბასი, შემდეგ აიღეს და დროებით დაიკავეს ხერსონის რეგიონი და სამხრეთის ნაწილი"- განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ თუ მოლაპარაკებებზე ეს საკითხი დადგება, უკრაინა მზად არ არის დათმოს თავისი ტერიტორია.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რომ მზად ვიყოთ, ომი არ იქნებოდა", - თქვა ზელენსკიმ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი