უკრაინაში საომრად კრემლი თავის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ გენერალს აგზავნის. ალექსანდრე დვორნიკოვი ერთიანი რუსული ფრონტის მთავარსარდლად ინიშნება. 60 წლის არმიის გენერალზე არჩევანი შემთხვევით არ არის შეჩერებული. ის პრაქტიკულად ყველა სამხედრო კამპანიაში, რომელშიც კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიუღია, განსაკუთრებული აგრესიულობითა და დაუდობლობით გამოირჩეოდა.
დვორნიკოვის სახელს უკავშირდება სირიაში ქალაქ ალეპოს სისხლიანი ალყა და ჩეჩნეთის მეორე ომში ქალაქ გროზნოს მიწასთან გასწორება. ამ დანიშვნით კრემლმა ფაქტობრივად აღიარა მარცხი უკრაინის კამპანიაში და ახალი შეტევისთვის მზადება დააანონსა.
ავტორი: გუგა მაისურაძე