უსაფრთხოების სამსახური "მთავარი არხის" წინააღმდეგ. ქოლ-ცენტების სკანდალურ საქმეზე სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, მედიას სასამართლოში უჩივის.
გრიგოლ ლილუაშვილი, ამ დანაშაულებრივ სქემასთან კავშირის არარსებობის დამტკიცებას ცდილობს და ღირსების შელახვისთვის კომპენსაციას მოითხოვს. დღეს, პირველივე სასამართლო სხდომაზე გაჩნდა კითხვები მოსამართლის ობიექტურობაზე, რომელმაც "მთავარი არხის" ადვოკატის შუამდგომლობა არც ერთხელ არ დააკმაყოფილა.
იურისტები მოითხოვდნენ, რომ საქმეს მტკიცებულების სახით თან დართვოდა ექსკლუზიური ინტერვიუ კონფიდენციალურ წყაროსთან, რომელმაც "მთავარი არხის" ეთერში ფარდა ახადა დანაშაულებრივ სქემას და მის მფარველებს.
იხილეთ ასევე: