"უკრაინისთვის" | მეგობარი ქვეყნის სოლიდარობის აქცია-კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში

გამოქვეყნდა:

"უკრაინისთვის" - თბილისის საკონცერტო დარბაზი მეგობარი ქვეყნის სოლიდარობის აქცია-კონცერტს მასპინძლობს. საღამოს დაწყებამდე, რომელშიც ქართველი და უკრაინელი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, სულ ცოტა დრო რჩება.

უკვე საქართველოშია ლვოვის საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრი. თუმცა კონცერტში მონაწილეობას მხოლოდ ქალი მუსიკოსები მიიღებენ, რადგან მამაკაცები ახლა უკრაინის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სუხიშვილები, უკრაინელი მომღერალი ჯამალა, ნინო ქათამაძე და სხვა ხელოვანები.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი