"პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, განსაკუთრებით ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ" | ავსტრიის კანცლერი

გამოქვეყნდა:

ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ის განსაკუთრებით ოპტიმისტურად განწყობილი არ არის.

"ამჟამად, პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, მე არ ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტურად განწყობილი. შეტევა [უკრაინაზე] მონდომებით მზადდება",-თქვა კარლ ნეჰამერმა.

ნეჰამერმა ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებებზე ის პუტინს ფაქტებით დაუპირისპირდა:

"პუტინთან მკაფიოდ განვაცხადე, მისი დამოკიდებულებასა და შეხედულებას არავინ იზიარებს. ის ამას ხედავს, როგორც რუსეთის ფედერაციისთვის თავდაცვით ოპერაციას. ის ამას სპეციალურ ოპერაციას უწოდებს, მე მას ომს ვუწოდებ",-თქვა მან.

ნეჰამერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს კვლავ აქვს იმედი რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელიც თურქეთში მიმდინარეობს.

ავსტრიის კანცლერი ევროკავშირის პირველი ლიდერია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პუტინს პირისპირ შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ,  ნეჰამერმა თქვა, რომ  ეს „არ იყო მეგობრული ვიზიტი“, შეხვედრა იყო „ძალიან მკაცრი“, ღია და პირდაპირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი