"ამჟამად ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი არ იგეგმება" | თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამჟამად უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს.

"ჩვენ ამჟამად არ ვგეგმავთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტს უკრაინაში",-თქვა მან.

ფსაკის თქმით, პრეზიდენტის ვოზიტზე მნიშვნელოვანი უკრაინაში იარაღის მიწოდებისა და მხარდაჭერის გაგრძელებაა.

"უკრაინის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვაჩქარებთ მათთვის საჭირო იარაღის გაგზავნას და ვაწვდით მათ დახმარებასა და უსაფრთხოების სისტემას. სწორედ ამაზეა ჩვენი ფოკუსი",-თქვა ფსაკიმ.

ფსაკიმ უარი თქვა, დაესახელებინა, ვინ წყვეტს, შეუძლია თუ არა ბაიდენს ეწვიოს უკრაინას: "მე არ ვაპირებ პირადი საუბრების დეტალებში შესვლას".

ცნობისთვის, 9 აპრილს უკრაინაში დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი იმყოფებოდა. მანამდე კი უკრაინაში ჩავიდა, ავსტრიის კანცლერი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი