საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის მზად არის კიევში ან უკრაინის ნებისმიერ სხვა ქალაქში ჩავიდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვიზიტი "სასარგებლო" იქნება.
"მე ამას მხოლოდ საელჩოში ვიზიტისთვის არ გავაკეთებ. თუ ჩვენ მოვახერხებთ რუსეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის დიალოგის განახლებას, მაშინ ვიზიტი შესაძლოა, სასარგებლო იყოს",-თქვა მაკრონმა.
ცნობისთვის, შაბათს, 9 აპრილს უკრაინაში იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი და ავსტრიის კანცლერი.