რუსების შეჭრის დღიდან, მარიუპოლში 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა | ქალაქის მერი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერის თქმით, ქალაქში რუსული ალყის შედეგად 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მისივე თქმით, გარდაცვლილთა რიცხვმა შესაძლოა 20 000-ს გადააჭარბოს. "ჩვენი ქალაქის ქუჩებში ცხედრები ხალიჩებად იყო მოფენილი",-თქვა მან.

The Associated Press-თან ინტერვიუში მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ ასევე თქვა, რომ ცხედრების გასაქრობად რუს სამხედროებს თან აქვთ მობილური კრემაციის მოწყობილობა. მისივე თქმით, რუსი სამხედროები უარს ამბობენ ქალაქში ჰუმანიტარული კორიდორების გახსნაზე.

ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა მარიუპოლში მომწამვლელი, ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი