ნიდერლანდებმა, შვედეთმა და გერმანიამ პირობა დადეს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) 2.7 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფენ, რათა უკრაინაში ომის დანაშაულები გამოიძიონ.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მთავარ პროკურორს, ქერიმ ხანს ესაუბრნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ "სისხლის სამართლის სასამართლო უკრაინელებისთვის სამართლიანობისკენ მიმავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა".
მან ასევე აღნიშნა, რომ ნიდერლანდებს სურს რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულებმა სამართლიანობას მიაღწიონ.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გამოძიებისთვის $1 მილიონის გამოყოფის პირობა დადო. გამოძიებისთვის დამატებით 1 მილიონ დოლარს გერმანია, შვედეთი კი ნახევარ მილიონ ევროს გამოყოფს.
ICC-მა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე გამოძიება 2 მარტს დაიწყო.