უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ ქართველი ჯარისკაცებიც. ისინი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რუსეთის ჯარებში გადაჯგუფება და ძალების მობილიზება მიმდინარეობს, რის შემდეგაც თავდასხმების გააქტიურებას ელოდებიან. მათ შორის კიევის ოლქშიც.
"ემზადებიან რუსები გადაჯგუფებისთვის და როდესაც დაასრულებენ ამ გადაჯგუფებას მერე დიდი ალბათობით ისევ ისე დააპირებენ შეტევაზე გადმოსვლას. ცოცხალი ძალა ძალიან შემცირებულია, მძიმე ტექნიკაც რაც ჰყავდათ, დიდი ნაწილია განადგურებული. საჰაერო მხარდაჭერაც ძალიან ნაკლებად ექნებათ წინანდელთან შედარებით. პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ რუსები ფაქტობრივად შეტევაზე ვერ მოდიან. გაამაგრეს თავდაცვითი პოზიციები, რაც შეძლეს, და ჩვენები უფრო და უფრო იწევენ წინ", - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნიკოლოზ გინტური.
უკრაინა და დასავლეთიც მოელის, რომ ახლა რუსეთი შეტევას ქვეყნის აღმოსავლეთში გააძლიერებს.