გარწმუნებთ, ამ გამანადგურებელი კონფლიქტის წინაშე მარტო არ ხართ | რიჩარდ გირის მიმართვა უკრაინელებს 

გამოქვეყნდა:

პოპულარულმა ამერიკელმა კინომსახიობმა, რიჩარდ გირმა უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მიმართვა გაავრცელა. ის შეუერთდა "CARE-ს" უკრაინის კრიზისის ფონდს და მოუწოდა ხალხს მთელი მსოფლიოდან გაიღონ შემოწირულობები უკრაინის დასახმარებლად.

"როგორც თქვენ, მეც ვუყურებ შეშინებული უკრაინაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს. სრულიად უდანაშაულო ოჯახები, ქალები, ბავშვები, პატარა გოგო-ბიჭები, მოხუცები იძულებულნი არიან გაექცნენ ომს. ისინი გარბიან საკუთარი სახლებიდან, ტოვებენ ძველ ცხოვრებას, საკუთარ სახლებს. მშიერი, შეშინებული, ადამიანები კვეთენ ქვეყნის საზღვრებს და სასოწარკვეთილები ეძებენ დახმარებასა და უსაფრთხოებას. მინდა, გამოვხატო ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და დავარწმუნო ისინი, რომ ამ გამანადგურებელი კონფლიქტის წინაშე მარტო არ არიან. მე ვუერთდები "Care-ს" უკრაინის კრიზისის ფონდს, რომელიც უკრაინელებს პირველადი დახმარების დაუყონებლივ მიღებაში ეხმარება",- თქვა მან. 

ცნობისთვის,  ვიდეომიმართვას უკრაინის "რადა" ავრცელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი