გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. უკრაინელი მოსწავლეები ზოგადი განათლების მიღებას მშობლიურ ენაზე შეძლებენ.
მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლაში უკრაინულმა სექტორმა ფუნქციონირება 11 წლის შემდეგ განაახლა.
სამინისტროს ცნობით, 41-ე საჯარო სკოლის უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი დღეისათვის 130-მა მოსწავლემ გამოთქვა, თუმცა მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია.
უწყება ამბობს, რომ ამ დროის მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ასაკის 426 უკრაინელი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.