უკრაინელი ბავშვების თითქმის ორმა მესამედმა, 4.8 მილიონმა ბავშვმა დატოვა სახლი რუსეთის შეჭრის შემდეგ ექვსი კვირის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა სააგენტო UNICEF აქვეყნებს.

გაერო ასევე ამბობს, რომ 142 ბავშვი დაიღუპა, 229 კი დაშავდა, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს რომ რეალური რიცხვი უფრო მაღალია.

UNICEF-ის გადაუდებელი პროგრამების დირექტორმა, მანუელ ფონტეინმა, რომელიც უკრაინიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თქვა, რომ 31 წლის მუშაობის განმავლობაში არ უნახავს ასე მოკლე დროში ამდენი ადამიანი იძულებული ყოფილიყო დაეტოვებინოს სახლი.

"3.2 მილიონი ბავშვიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, დარჩნენ სახლებში, თითქმის ნახევარს შეიძლება ემუქრებოდეს საკმარისი საკვების ნაკლებობის რისკი", - თქვა მან.

მისივე თქმით, სიტუაცია ალბათ უარესია ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი, ხერსონი, სადაც არაა წყალი, სანიტარული პირობები, შეფერხებულია საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება.

იმავდროულად, უკრაინის ელჩმა გაეროში, სერგი კისლიცამ განაცხადა, რომ რუსეთმა 121 000-ზე მეტი ბავშვი გაიყვანა უკრაინიდან და, გავრცელებული ინფორმაციით, შეიმუშავა კანონპროექტი შვილად აყვანის პროცედურების გამარტივებისა და დაჩქარების მიზნით. ფონტეინმა თქვა, რომ ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულება ამგვარი ბრალდებების შესახებ, მაგრამ UNICEF გამოიძიებს ამ საკითხს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი