ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. განაჩენი პარასკევს, დილის 11 საათზე გამოცხადდება.
პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა.
მკვლელობის საქმეზე ბრალდებული აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, პოლიციამ ერთთვიანი ძებნის შემდეგ წყნეთში, 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.
იხილეთ ასევე: