საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, მერინ ლე პენის თქმით, ის მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, გარდა რუსული ნავთობისა და გაზისა.
ლე პენის თქმით, მას არ უნდა საფრანგეთის მოსახლეობამ "საკუთარ თავზე გამოსცადოს გაზსა და ნავთობზე დაწესებული სანქციების შედეგები".
საფრანგეთი, ისევე როგორც ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა ძირითადად რუსული გაზით მარაგდება.
ლე პენი, საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს 24 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება.
2014 წელს მან მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას, თუმცა უკრაინაში რუსეთის ახლანდელ შეჭრას განსხვავებულ სიტუაციად აღწერს.