გერმანიის პრეზიდენტი კიევში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა ზელენსკიმ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა - Bild

გამოქვეყნდა:

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი კიევში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავდა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მასთან შეხვედრა არ სურს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN გერმანულ გამოცემა, Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შტაინმაიერი კიევში ჩასვლას სამთავრობო დელეგაციასთან და ევროკავშირი სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად გეგმავდა. ასევე გამოცემის ცნობით, ზელენკის შტაინმაიერთან შეხვედრა რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო არ სურს.

შტაინმაიერი Nord stream 2-ის გაზსადენის პროექტს მხარს უჭერდა და ევროპაში რუსეთის ენერგეტიკულ ინტერესებს ლობირებდა. გასულ კვირას კი გერმანიის პრეზიდენტმა თქვა, რომ Nord Stream 2 შეცდომა იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი