"ჩვენი ერთობლივი ყურადღება რჩება ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე" | ჯონსონი ბაიდენს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა. ჯონსონის თქმით, მათი ერთობლივი ყურადღება უკრაინის მხარდაჭერაზე რჩება.

"ახლახან ვესაუბრე აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და განახლებული ინფორმაცია მივაწოდე კიევში  პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრზე.

ჩვენი ერთობლივი ყურადღება რჩება პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

პუტინის ბარბაროსული წამოწყება არ უნდა დავუშვათ",- წერს ბორის ჯონსონი.

ცნობისთვის, 9 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერი კიევში ჩავიდა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი