მსოფლიო დღეს უკრაინიდან გავრცელებულმა გამაოგნებელმა ინფორმაციამ შეძრა. უკრაინის სახალხო დამცველი რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ შოკისმომგვრელ დანაშაულებს ასაჯაროებს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები და ბავშვები. გაუპატიურებული მოზარდების ასაკი 14 წლიდან იწყება. არის მხვერპლიც. სისიხლიანი და ტრაგიკული ისტორიები, რომელსაც ახლა უკრაინის გენერალური პროკურატურა სწავლობს, და რომელიც ჰააგის ტრიბუნალს გადაეცემა, ასობით ფაქტს მოიცავს. მათ შორის იქნება ბუჩაში მომხდარი შემზარავი ტრაგედია, როდესაც ოკუპანტებმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჯავშანმანქანიდან დამიზნებით ესროლეს.
წაგების ზღვარზე მყოფი კრემლის დიქტატორი უკიდურესი და ყველაზე ამაზრზენი მეთოდებით განაგრძობს ბრძოლას. მარიუპოლი დიდი ალბათობით ქიმიური შეტევის სამიზნე გახდა. დანანამდვილებით ცნობილია, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქში 5 ადამიანს მწვავე ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნება. მოწამლულები კი მსგავს ისტორიებს ყვებიან. არ არის გამორიცხული რომ კრემლმა საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ქიმიური აგენტი გამოიყენა, რომელის მოქმედებაში მოყვანაზე ნაცისტებმაც კი უარი თქვეს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი