რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
"ახლა უსაფრთხოების მოთხოვნები ერთია და ყირიმის, სევასტოპოლისა და დონბასის ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები ამ შეთანხმებების ფარგლებიდან ამოღებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ ჩიხში დავბრუნდით, როგორც ჩვენთვის, ისევე ყველასთვის",- თქვა მან.
პუტინმა ასევე თქვა, რომ ის არ შეწყვეტს "სამხედრო ოპერაციას" უკრაინაში, მანამ სანამ მოსკოვი წარმატებას არ მიაღწევს. მან უარყო ცნობები უკრაინის ქალაქ ბუჩაში დანაშაულების შესახებ და თქვა, რომ ის "ყალბია"
"სირიაში, როცა ასადის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, პროვოკაციები იყო. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ყალბი იყო. ისეთივე ყალბია, როგორც ბუჩაში",- თქვა პუტინმა.
რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. მას შემდეგ რაც უკრაინელებმა კიევის რეგიონში ქალაქი ბუჩა გაათავისუფლეს ადგილზე ოკუპანტების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. უკრაინის ლიდერების თქმით, ბუჩა უკრაინაში რუსთის დანაშაულების "აისბერგის წვერია".