ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე | განაჩენის გამოცხადებამდე 3 დღე რჩება

გამოქვეყნდა:

პირველი ქართული სოციალური ქსელის შემქმნელის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება. 7-თვიანი დუმილის შემდეგ პირველად, სასტიკად მოკლული კვარაცხელიას დედამ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელობა დაუკვეთეს. ბრალდებულები, აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე კი შემსრულებლები იყვნენ.

მოკლულის დედა ამბობს, რომ დამკვეთების ვინაობა იცის, თუმცა მათ არ დაასახელებს, ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეზე განაჩენს, 15 აპრილს მოსამართლე, დავით მგელიაშვილი გამოაცხადებს. დღეს კი, საბოლოო პროცესი გაიმართა სადაც დაცვის მხარე და ბრალდებული კავილაძე ამტკიცებდნენ, რომ მკვლელობა ჯგუფურად არ ჩაუდენიათ და ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით უნდა გასამართლდეს.

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი