თუ კრემლს ახლა უკრაინაზე მეტად სძულს რამე, ეს სიტყვა "მარიუპოლია" - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ეძებენ შესაძლებლობას დაეხმარონ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც თვენახევარია მარიუპოლისთვის იბრძვიან რუს ოკუპანტებთან - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

პოდოლიაკის თქმით, ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა საქმის კურსშია, რომ ადგილზე სამხედროებს გარკვეული პრობლემები აქვთ მარაგთან დაკავშირებით, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. მისივე თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელობას აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ის, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

"თუ კრემლს ახლა უკრაინაზე მეტად სძულს რამე, ეს სიტყვა "მარიუპოლია". 1,5 თვე ჩვენი დამცველები იცავენ ქალაქს რუსული ურდოსგან, რომელთა რაოდენობა 10-ჯერ მეტია. ისინი დაბომბვის ქვეშ არიან და აიძულებენ რუსეთს გადაიხადონ ძალიან მაღალი ფასი" - წერს პოდოლიაკი. 

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი