უკრაინის ქალაქ ბუჩას მერის, ანატოლი ფედორუკის თქმით, ამ დრომდე, ქალაქში ოკუპაციის დროს რუსი სამხედროების მიერ, მოკლული 403 ცხედარია ნაპოვნი. მისივე თქმით, დაღუპულთა რიცხვი მუდმივად იზრდება.
ბუჩას მერმა ასევე აღნიშნა, რომ ქალაქში მოქალაქეების დაბრუნება ჯერ ნაადრევია.
მას შემდეგ რაც უკრაინელებმა კიევის რეგიონში ქალაქი ბუჩა გაათავისუფლეს, პირველ ეტაპზე, ადგილზე ოკუპანტების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. უკრაინის ლიდერების თქმით, ბუჩა უკრაინაში რუსეთის დანაშაულების "აისბერგის წვერია".