ჯენ ფსაკის თქმით, დასავლეთი უკრაინაში არტილერიის გადატანაზე მუშაობს

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, აშშ სხვა დასავლურ ქვეყნებთან ერთად მუშაობს, რომ უკრაინას არტილერია მიაწოდოს.

ამასთან ფსაკიმ თქვა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს კიევის ოფიციალურ პირებთან სამხედრო დახმარების შესახებ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

რა იარაღს მიაწვდის აშშ უკრაინას უცნობია, თუმცა ტელეგრამ არხებსა და სოციალურ ქსელში ვრცელდება ვარაუდი, რომ ეს იქნება: 

  • M270 MLRS-თვითმავალი მრავალფუნქიური გამშვები სარაკეტო სისტემა (მოქმედების რადიუსი 45-70 კილომეტრი);
  • MGM-140 (ATACMS)ტაქტიკური სარაკეტო საარტილერიო და ტაქტიკური ბალისტიკური სისტემა (მოქმედებეის რადიუსი 300 კილომეტრი);
  • M142 HIMARS- მაღალი მობილური საარტილწრიო სარაკეტო სისტემა, 227 მმ კალიბრი (მოქმედების რადიუსი 300-510 კილომენტრამდე).
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი