მაკრონი თვლის, რომ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა, რაც პარანოიაში გადაიზარდა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა, რაც პარანოიაში გადაიზარდა. ინფორმაციას გამოცემა UNIAN ავრცელებს. 

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი დონბასზე თავდასხმით მიზნად ისახავს "გამარჯვების მიღწევას და 9 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარებას". 

"ნაკლებად მჯერა ჩვენი კოლექტიური შესაძლებლობის, რომ ის მოლაპარაკების მაგიდასთან მოკლევადიან პერსპექტივაში მივიყვანთ" - განაცხადა მაკრონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი