პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში მიემგზავრებიან

გამოქვეყნდა:

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრნენ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენსკისთან შესახვედრად. 

"ერთად გამარჯვებამდე!" - დაწერა Twitter-ზე ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ და შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა.

"მივემგზავრები კიევში პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მიმართ", - წერს ნაუსედა.

პრეზიდენტები კიევში ბორის ჯონსონის ვიზიტის შემდეგ ჩადიან, რომელიც უკრაინაში შაბათს იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი