ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შესაძლოა, უკრაინას დამატებით 750 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემას წყაროები ეუბნებიან, რომ სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას ოთხშაბათს გამოაცხადებს.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არაა მიღებული აღჭურვილობის შემადგენლობის შესახებ. კონგრესიდან ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ სამხედრო აღჭურვილობა, სავარაუდოდ, მოიცავს მძიმე სახმელეთო არტილერიის სისტემებს, მათ შორის "ჰაუბიცებს".
შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მან უზრუნველყო 1,7 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების სამხედრო დახმარება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.