"რუსეთის მოქალაქე არაა... არ ვიცით, სურს თუ არა ეს მას" | პესკოვი მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლის ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, "პუტინის ნათლიმამად" წოდებული მედვედჩუკი "ყოველთვის მშვიდობისა და ომის წინააღმდეგი იყო".

გარდა ამისა, პესკოვმა თქვა, რომ "უკრაინაში არანაირი სამხედრო ოპერაცია არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კიევი ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით, მედვედჩუკის იდეებს გაითვალისწინებდა". 

კრემლის პრესსპიკერი მედვედჩუკის ტყვეებში გაცვლასთან დაკავშირებით, ზელენსკის ინიციატივასაც ეხმაურება: "ის რუსეთის მოქალაქე არაა. საგარეო პოლიტიკური ფიგურაა და ჩვენ საერთოდ არ ვიცით, სურს თუ არა ეს მას".

პუტინთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს. ფოტო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი