სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარი პროკურორი კარიმ ხანი კიევში უკრაინის გენერალურ პროკურორს ირინა ვენედიქტოვას შეხვდა.
ICC-ის ინფორმაციით, შეხვედრისას კარიმ ხანი და უკრაინის გენერალური პროკურორი პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას კარიმ ხანმა თქვა, რომ უკრაინა დანაშაულის ადგილია.
"ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში დანაშაულია ჩადენილი",-თქვა მან.
მას შემდეგ რაც უკრაინელებმა კიევის რეგიონში ქალაქი ბუჩა გაათავისუფლეს, პირველ ეტაპზე, ადგილზე ოკუპანტების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. უკრაინის ლიდერების თქმით, ბუჩა უკრაინაში რუსეთის დანაშაულების "აისბერგის წვერია".