ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებითი 543 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. საერთო ჯამში, EU-მ რუსული ძალებისგან თავდასაცავად უკრაინისთვის 1.63 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო.
ევროსაბჭოს განცხადების თანახმად, ახალი პაკეტი დააფინანსებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობისა და მარაგების მიწოდებას, რომელიც მოიცავს პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას, პირველადი დახმარების კომპლექტებსა და საწვავს. ასევე სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც შექმნილია ლეტალური ძალის მიწოდებისთვის თავდაცვითი მიზნებისთვის.
"მაშინ როცა, რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთში შეტევისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა დავიცვათ მისი ტერიტორია, მოსახლეობა და თავიდან ავირიდოთ შემდგომი ტანჯვა", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.