როგორია რეალობა ომით განადგურებულ ქალაქებში? მოჩვენებების ქალაქად ქცეული მარიუპოლი, ხარკოვის მუდმივი დაბომბვები და იზიუმი, რომელსაც რუსული არმია შეუჩერებლად უტევს - მთავარი ბრძოლების ეპიცენტრიდან ყოველდღიურად ვრცელდება სულ უფრო ახალი კადრები, რომლებიც რუსების მიერ უკრაინაში ჩადენილ საშინელებებს აღწერს.
განსაკუთრებული ტრაგედიის ადგილად ფაქტობრივად ომის პირველივე დღიდან მარიუპოლია ქცეული, რომლის საშინელებაზე ორი კონკრეტული ფაქტი ყველაზე მეტად მეტყველაბს - 22 ათასამდე გარდაცვლილი სამოქალაქო პირი და კატასტროფული განადგურება, რომლის მასშტაბები კოსმოსიდანაც ჩანს.