უკრაინაში პუტინის მთავარი საყრდენი, მედვედჩუკი დააკავეს | ზელენსკის შეთავაზება კრემლს

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინის მთავარი დასაყრდენი უკრაინაში დაკავებულია. ვიქტორ მედვედჩუკი, მილიონერი, რადას დეპუტატი და რუსეთის პრეზიდენტის ნათელ-მინირონი უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორშია გადაყვანილი.

კიევი მას ფაქტობრივად ღიად ადანაშულებს მოსკოვისთვის ინფორმაციის გადაცემაში, კრემლში კი ყველაფერს უარყოფენ. დღეს მოსკოვმა მედვედჩუკის გაცვლაზეც კი უარი თქვა, თუმცა რამდენიმე რუსი მაღალჩინოსანი უკრაინის ხელისუფლებას ღიად დაემუქრა ამ დაპატიმრების გამო. თვად მედვედჩუკის მიმართ უკრაინის ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია კითხვები აქვს. წლების წინ დონბასში კონფლიქტის დაწების დღიდან ეს ბიზნესმენი სეპარატისტებისა და უკრაინაში პრო-რუსული ძალების ერთ-ერთ მთვარ დამფინანსებლად ითვლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი