ჯერსის სასამართლომ აბრამოვიჩთან დაკავშირებული 7 მილიარდი დოლარის აქტივები გაყინა

გამოქვეყნდა:

ლა-მანშის სრუტეში მდებარე კუნძულ ჯერსის სასამართლომ რუს ოლიგარქ, რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებული 7 მილიარდი დოლარის აქტივები გაყინა. ჯერსის პოლიციამ ასევე გაჩხრიკა შენობები, რომლებიც სავარაუდოდ, აბრამოვიჩის ბიზნეს საქმიანობასთანაა კავშირში.

დეპარტამენტს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირის გამო, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები გასულ თვეს დაუწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი