იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიუხედავად საწვავის ხარჯებზე გაზრდისა, ქვეყანა გააგრძელებს ძალისხმევას რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოუკიდებლობის შესამცირებლად. ამასთან დაკავშირებით მან CNN-თან ისაუბრა.
"ამჟამად, ენერგიის ღირებულება ჩვენი პირველი საზრუნავია. იტალია არ აპირებს რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტო დაადოს.
არსებობენ ბიზნესები, რომლებიც ელექტროენერგიაში 400%-ით მეტს იხდიან. ამ ეტაპზე, ჩვენ უნდა შევაჩეროთ სპეკულაცია, რასაც ენერგიის ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იწვევს. ჩვენ ამის მიღწევას ევროპული ენერგო ბირჟის საშუალებით ვცდილობთ და თუ ამას გავაკეთებთ, ოჯახებისთვის ფასების სტაბილიზაციას შევძლებთ. ცხადია, ჩვენ ევროპულ საბჭოზე ამ იდეის გაჟღერებას ვაპირებთ",- თქვა ლუიჯი დი მაიომ.
ცნობისთვის, იტალიის პრემიერმა 12 აპრილს ალჟირიდან გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ით გაზრდის შეთანხმებას ხელი მოაწერა.