აშშ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით $800 მილიონს გამოუყოფს | ბაიდენმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს. ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ აშშ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარებას, ასევე იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოებისთვის სხვა დახმარებას გაუგზავნის.

"მაშინ, როცა რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გასაძლიერებლად ემზადება, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინას მიაწოდოს თავდაცვის საშუალებები",-ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში.

დახმარების პაკეტი მოიცავს ახალი ტიპის იარაღს, ასევე იმ ტიპის აღჭურვილობას, რომელსაც აშშ უკრაინას კვირების განმავლობაში აწვდიდა. საერთო ჯამში შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 3 მილიარდი დახმარება გამოყო.

"იარაღის სტაბილურმა მიწოდებამ, გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს დაეხმარა იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა ვერ შეძლო თავისი თავდაპირველი მიზნების განხორციელება, უკრაინის დაპყრობა და მისი კონტროლი. ჩვენ ახლა ვერ დავისვენებთ",-წერია განცხადებაში.

ბაიდენის თქმით, მან ზელენსკი დაარწმუნა, რომ "ამერიკელი ხალხი გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას თავისუფლებისთვის ბრძოლაში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი