ჩეხი დიპლომატები კიევში, ქვეყნის საელჩოში დაბრუნდნენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ 24 თებერვლის შემდეგ ეს პირველად მოხდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ერთ-ერთია იმ ნაბიჯებიდან, რომელსაც ქვეყანა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად დგამდა. "ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვიქნებით" - წერენ ისინი.