
"რუს სამხედროებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინას გატეხავენ... ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გავამართლოთ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 49-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
"რუსების ეს გაუაზრებელი აქტივობა მათ თავდაუჯერებლობაზე მეტყველებს. ფაქტია, რომ საბჭოთა სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი რეზერვებისა და ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობის პირობებშიც კი, რუს სამხედროებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინას გატეხავენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გავამართლოთ" - ამბობს ზელენსკი.