"აბსოლუტურად სწორია, უკრაინაში რუსების ქმედებებს გენოციდი უწოდო" | ტრუდო

გამოქვეყნდა:

აბსოლუტურად სწორია, უკრაინაში რუსების ქმედებებს გენოციდი უწოდო, - ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო საუბრობს

"ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს და იყენებს სიტყვა "გენოციდს" რუსების მიერ უკრაინაში ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის, სექსუალური ძალადობის ომის იარაღად გამოყენების სურვილი... ეს სრულიად მიუღებელია" - თქვა მან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი