საფრანგეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინის თხოვნის საპასუხოდ, ქვეყანა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს.

"უკრაინის ახალი მოთხოვნის შემდეგ, მე განვუცხადე ჩემს უკრაინელ კოლეგას, რომ საფრანგეთი დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს, გარდა უკვე გაწეული 100 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობის შემოწირულობისა", - დაწერა ფლორენს პარლიმ twitter-ზე.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რას მოიცავს დახმარების ახალი პაკეტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი