რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 197 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 351-ზე მეტი - უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 197 ბავშვია დაღუპული, 351-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

უწყების ცნობით, ბუჩაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესის ფარგლებში ნახეს 4 და 10 წლის ბავშვების ცხედრები, რომლებსაც დაზიანებები აქვთ, ასევე, 17 წლის ბიჭის ცხედარი, რომელიც დაწვეს.

კრამატორსკის სადგურის დაბომბვის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა - ორი ბავშვი საავადმყოფოში გარდაცვალა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 014 სასწავლო დაწესებულება, აქედან 91 მთლიანად განადგურდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი