"არის მოწვევა, რომელზეც უარის თქმა არ შეგიძლია", - ჩეხეთისა და პოლონეთისა პარლამენტების სენატის თავმჯდომარეები კიევში ჩავიდნენ. საპარლამენტო დელეგაციებს შეხვედრა უკრაინის რადაში ექნებათ.
ჩეხეთის სენატის თავმჯდომარემ კიევში ჩასვლის შემდეგ თქვა, რომ სავარაუდოდ, მოინახულებენ მიმდებარე სოფლებს, რომლებიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ცნობისთვის, უკრაინის რადას თავმჯდომარემ კიევში სხვადასხვა ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები მიიწვია, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება ადგილზე.