იდეალურად დალაგდა დელეგაცია, კარგია, რომ ენმ არ იქნება - კობახიძე უკრაინაში ჩასვლაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ უკრაინაში მიმავალი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა "იდეალურად დალაგდა".

მისი აზრით, ამ დელეგაციაში "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა იყოს.

"იდეალურად დალაგდა პრინციპში დელეგაცია. რა თქმა უნდა, იდეალურია ის, როდესაც ერთი - მრავალპარტიულია ეს ვიზიტი, შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ამავე დროს, ასევე ძალიან კარგია ის, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში. ეს არის ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც, "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც არის ომის პარტია, არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებასთან", პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი", - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, კარგია, რომ "ენმ დარჩა მარტო და სხვა ყველა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩავა".

კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ენმ-ს "ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩართვა სურს".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი